ლავროვი: რეფერენდუმთან დაკავშირებით, მოსკოვი პოზიციის შეცვლას არ აპირებს
ლონდონში ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის პირველი დიპლომატის შეხვედრა დასრულდა. შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრაზე ჯონ ქერი სერგეი ლავროვს კრიზისის დარეგულირების გზებზე ესაუბრა.
გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა მინისტრი მოსალოდნელი ახალი სანქციების შესახებაც გააფრთხილა.
თუმცა, სერგეი ლავროვის თქმით, რეფერენდუმთან დაკავშირებით, ოფიციალური მოსკოვი პოზიციის შეცვლას არ აპირებს.
საერთაშორისო მოლაპარაკებების ფონზე, ყირიმის ავტონომიურ ოლქში პროვოკაციები გრძელდება.