„ყირიმი აფხაზეთის მსგავსად, დამოუკიდებლობას არ აპირებს“

  ყირიმის ხელისუფლება აფხაზეთის მსგავსად, რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს,- ამის შესახებ რუსული მედია ყირიმის პრემიერ-მინისტრის, სერგეი აკსიონოვის განცხადებაზე დაწყრდნობით წერს.
მისი თქმით, ყირიმი რუსეთთან შეერთებას გეგმავს, რასაც დაახლოებით, ერთი წელი დასჭირდება.
“არა, ჩვენ დამოუკიდებლობა არ გვექნება. ამჟამად მიგვაჩნია და მე პირადად ვფიქრობ, რომ ყირიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში უნდა შევიდეს, როგორც რუსეთის ფედერაციის სუბიექტი”, – განაცხადა აკსიონოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები