ექსკლუზივი: სამგზავრო მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა (ფოტო)
ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და 95 ნომერი სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა.
ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ სასწრაფო-სამედიინო დახმარების პრესცენტში განუცხადეს, დაზარალებულს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.