ექსკლუზივი: თბილისში 8 წლის ბიჭს დენმა დაარტყა

მედიკოსებმა 8 წლის ბიჭს, რომელსაც ელექტროკონტაქტის შედეგად მარჯვენა მტევანი დაუზიანდა, ხელი შეუნარჩუნეს და მტევნის ფუნქცია აღუდგინეს.
თბილისის ერთ-ერთ უბანში, 8 წლის ბიჭი გაშიშვლებულ სადენებს ხელით შეეხო და მე-4 ხარისხის დამწვრობა მიიღო.
როგორც „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, შემთხვევის შედეგად პაციენტს მარჯვენა მტევნის დაკარგვის საშიშროება ჰქონდა. მისი თქმით, პაციენტს კლინიკაში ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.
„ეს იყო განსაკუთრებული შემთხვევა. მოზარდი გაშიშვლებულ სადენებს შეეხო და მარჯვენა მტევანი მთლიანად დამწვარი ჰქონდა. ამასთან, სხეულის ზედაპირის დამწვრობის გარდა, მას მტევნის მყესებიც დაუზიანდა. ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტს ორი ოპერაცია ჩაუტარდა. პირველი ოპერაციის დროს მოზარდის ნეკა თითი მუცლის ღრუს შევუერთეთ. იგი ასეთ მდგომარეობაში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ერთი თვის შემდეგ, უკვე მეორე ოპერაციის დროს, მტევნის ზედაპირი ახალი ქსოვილით შეივსო და მყესების ფუნქციაც აღდგა. რაც, მართლაც, საოცარია, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა“, – აცხადებს გუგა ქაშიბაძე.
მისი თქმით, 8 წლის მოზარდის 2 ქირურგიული ოპერაცია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდა.
ქაშიბაძის ინფორმაციით, პაციენტმა კლინიკა დღეს დატოვა.

 12003280_1007840489238444_5727038275026905784_n11986439_1007840645905095_4506807419410852867_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები