სამაშველო სამსახური ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობს

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, კვამლი წინუბნის ტერიტორიაზე შეამჩნიეს და ამ დრომდე მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაციის პროცესი.
ამავე ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, პარკის რა ფართობზეა ხანძარი გაჩენილი. ადგილზე ამ დრომდე ახალციხის სახანძრო-სამაშველო სამსახურები და პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები