კარაკულა დედა გახდა – თეთრ ლეკვს შუმბა დაარქვეს
თბილისის ზოოპარკის ყველასთვის ცნობილ ბინადარს, პუდელ კარაკულას 8 ლეკვი შეეძინა, რომელთაგან ერთ-ერთი თეთრია, – ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის თანამშრომელი, ხატია ბასილაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბასილაშვილი ამბობს, ლეკვების მამა უცნობია, თუმცა, ზოოპარკის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ კარაკულა დიდ ძაღლთან არაა შეჯვარებული.
კარაკულა თეთრი ლომის, შუმბას მეგობარი იყო, რომელიც 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ მოკლეს.