ექსკლუზივი: სად იმყოფებოდა 14 წლის მოზარდი, რომელსაც სამართალდამცველები ერთი კვირა ეძებდნენ
14 წლის დათო ლურსმანაშვილი, რომელსაც სამართალდამცავები ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ, ღამეებს ისანში მდებარე ინტერნეტკაფეში ათენებდა, – ამის შესახებ მოზარდმა „კვირას“ თავად უამბო.
„კვირა“ დათო ლურსმანაშვილს მშობლების ნებართვით გაესაუბრა. როგორც მოზარდი ყვება, მას ოჯახის წევრებთან დარეკვა დაავიწყდა, რის გამოც მშობლებს ბოდიში უკვე მოუხადა. მისი თქმით, იგი თბილისში, მეგობართან ჩამოვიდა.
„29 აგვისტოს დედას 1 ლარი გამოვართვი და თბილისში, ჩემს მეგობართან ჩამოვედი. მას ნიკა ჰქვია. დღისით თბილისის ქუჩებში დავდიოდი, ღამეს კი, ინტერნეტკაფეში ვათენებდი. საჭმელსაც ნიკა მაჭმევდა. დამავიწყდა, რომ დედისთვის დამერეკა. გუშინაც და დღესაც მე და ჩემი მეგობარი თბილისის ზღვაზე ვიყავით. ზღვაში ვბანაობდი, როდესაც პოლიციამ მიპოვა და მამაც მოვიდა. ასე აღარასდროს მოვიქცევი“, – აცხადებს მოზარდი.
დათო ლურსმანაშვილი სახლიდან 29 აგვისტოს საღამოს გავიდა. მოზარდი სამართალდამცველებმა დღეს თბილისის ზღვაზე იპოვეს.