რუსი დესანტი პირველად დაეშვა არქტიკაში
რუსი დესანტი არქტიკაში დაეშვა. “რია ნოვოსტის” თქმით, ამ სახის სწავლება ისტორიაში პირველად ჩატარდა. სწავლებაში ნოვოსიმბირსკის კუნძულებზე სულ 350 წარმომადგენელი მონაწილეობდა. დაშვება სამართავი პარაშუტების სისტემით – “არბალეტით” განხორციელდა.
საჰაერო – სადესანტო ჯარების ოფიციალური წარმომადგენელი ევგენი მესჰოვი აღნიშნავს, რომ აეროდრომის “აღება” 40 წუთში მოხდა და ერთ საათში უკვე მძიმე ტექნიკის საშუალებით სამხედრო – საჰაერო ავიაციის თვითმფრინავების მიღება იყო შესაძლებელი.