საბერძნეთი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას წლის ბოლომდე მოახდენს

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რატიფიკაციის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება -ამის შესახებ საბერძნეთში საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, საბერძნეთში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი და წელს უკვე მესამედ დაითხოვეს მთავრობა.
“17 ივლისს არჩეულმა მთავრობამ 5 აგვისტოს დაასრულა შიდა პროცედურები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციასთან დაკავშირებით და გადააგზავნა პარლამენტში. სამწუხაროდ, ახალი კრიზისის გამო, პარლამენტი დაითხოვეს. 20 სექტემბრის არჩევნების შემდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი არის პარლამენტში გადასული, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რატიფიკაციის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება”, – განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები