საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ხვალ შეეცდება

საპარლამენტო უმრავლესობა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას ხვალ შეეცდება, რადგან დღევანდელ სესიაზე აღნიშნული საკითხისთვის დეპუტატებს დრო არ ეყოთ.
შესაბამისად, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ ვეტოს დასაძლევად სხდომა უმრავლესობასთან შეთანხმებით, ხვალ, 3 სექტემბერს 14:00 საათზე დანიშნა.

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავდნენ.
დეპუტატებს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილმა გააცნო.
სხდომა პოლიტიკური დებატების ფორმატში წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები