ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ალექსანდრე ქართველის სახელობისაა

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის გამოჩენილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერის, ალექსანდრე ქართველის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, ბათუმის საკრებულომ დღეს დაამტკიცა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ ინიციატივით რამდენიმე თვის წინ გამოვიდა. ბათუმის საკრებულომ მთავრობის მეთაურის ინიციატივა მოიწონა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები