ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი 1 იანვრამდე გადავადდა

ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი 1 იანვრამდე გადავადდა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, ბეზნესსექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებების გაზიარება მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ მიზანშეწონილია აღნიშნული რეგლამენტის პირველი იანვრისთვის გადავადება.
“ჩვენ არ შევქმნით საფუძველს სპეკულაციისთვის. მნიშვნელოვანია ბეზნესსექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებების გაზიარებაც; სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება პირველი იანვრისთვის გადაგვეტანა”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი 1-ელ სექტემბერს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა 1-ელ იანვრამდე გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები