დავით ნარმანია ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს შეხვდა.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი თვითმმართველობის ახალ კოდექსს შეეხო. მინისტრმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს გააცნო ის ძირითადი სიახლეები, რომლებიც ამ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ქვეყანაში განხორციელდება. სტუდენტები დაინტერესდნენ სამინისტროს მუშაობით, მისი ბიუჯეტით, განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებით და მიმდინარე სამუშაოების კონტროლის მექანიზმებით. მინისტრთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.