დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით იხსნება. 2 სექტემბერს კი, პლენარული სხდომის ჩატარება იგეგმება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც საშემოდგომო სესიის დასაწყისში იმსჯელებენ, იქნება “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო და მის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული ე.წ. მოტივირებული შენიშვნები.
უმრავლესობას კანონზე ვეტოს დასაძლევად 76 დეპუტატის მობილიზება დასჭირდება. რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტი ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გასვლას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, როგორც მმართველი გუნდი აცხადებს, საშემოდგომო სესიაზე საარჩევნო ცვლილებების განხორციელებას და ამ მიმართულებით კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონის შეცვლას გეგმავს.