თეა წულუკიანი: “ქართული ოცნება” დაპირებას ასრულებს
“ქართული ოცნება” დაპირებას ასრულებს, მაჟორიტარების არჩევნებზე 50%-იანი ბარიერის დაწესება არის გაბედული ნაბიჯი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხს.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, 50%-იანი ბარიერის დაწესება მაჟორიტარებისთვის ხელისუფლების მხრიდან გაბედული ნაბიჯია.
“ქართული ოცნება” დაპირებას ასრულებს, მაჟორიტარების არჩევნებზე 50%-იანი ბარიერის დაწესება არის გაბედული ნაბიჯი. ეს მაღალი ბარიერი შეეხება არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ მმართველ კოალიციასაც. მმართველი კოალიცია ვალდებული იქნება, ძალიან ყურადღებით და დაკვირვებით შეარჩიოს საკუთარი კანდიდატები და მხოლოდ ისინი დაასახელოს, ვინც ამ მაღალ ლეგიტიმურობის ტესტს გაივლის,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.