პარლამენტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე დადებულ ვეტოზე 2 სექტემბერს იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ვეტოდადებულ კანონზე, სავარაუდოდ, 2 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს. როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრებმა სამუშაო შეხვედრის შემდეგ განუცხადეს, დეპუტატები პრეზიდენტის შენიშვნებს მიმდინარე კვირას განიხილავენ.
პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტი ცხარე განხილვების შემდეგ, ივლისში რიგგარეშე სხდომების ფორმატში 80 ხმით დაამტკიცა, პრეზდენტმა კი მას ვეტო დაადო. კანონზე ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო. რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტი ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გასვლას ითვალისწინებს. პარლამენტის საშემოდგომო სესია 1-ელ სექტემბერს ბიუროს სხდომით გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები