განათლების სამინისტროსთან მეორადი ჩარიცხვის დაშვების მოთხოვნით მჯდომარე აქცია იმართება
განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტები მეორადი ჩარიცხვის დაშვების მოთხოვნით მჯდომარე აქციას მართავენ.
აბიტურიენტები აცხადებენ, რომ თუკი არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა, არ დაიშლებიან და მათი პროტესტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. მათივე ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებლებში 18 ათასი ადგილია თავისუფალი და განათლების სამინისტროს სურვილის შემთხვევაში შეუძლია, რომ უმაღლეს სასწავლებლებს მიღმა დარჩენილი აბიტურიენტები იქ გადაანაწილონ.
2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 700-მდე აბიტურიენტმა საშუალოზე მეტი ქულა დააგოვა. მათ გადალახეს ზღვარი, თუმცა ვერ მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში. განათლების სამინისტროსთან აქცია დილიდან მიმდინარეობს.