რუსეთის კულტურისა და ხელოვნების 16 მუშაკი უკრაინის უშიშროების სამსახურმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთის კულტურის და ხელოვნების 16 მუშაკი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა გამოცემა „აპოსტროფს“ შეატყობინა. ამ ინფორმაციის მიხედვით, „უკრაინის ტერიტორიაზე  ამ პირებს შესვლა უშიშროების სამსახურმა სახელმწიფოს უსაფრთხოების მიზნით აუკრძალა“.
კერძოდ, უკრანულმა სპეცსამხურებმა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვს, პუბლიცისტ ვლადიმერ კუჩერენკოს, ეგორ ხოლმაგოროვს, ეკონომისტ მახეილ ხაზინს. სიაში ასევე მოხვდნენ: ოლეგ გაზმანოვი, ოისიფ კობზონი, ვალერია, იოსიფ პრიგოჟინი, სერგეი ბეზრუკოვი, მიხეილ ბოიარსკი, ნიკოლაი რასტორგუევი, ოვან ოხლობისტინი, მიხეილ პორეჩენკოვი, გრიგორი ლეფსი, ჟერარ დეპარდიე და სტანისლავ პიეხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები