დომინიკის რესპუბლიკაში შტორმის მსხვერპლთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

დომინიკის რესპუბლიკაში ტროპიკული შტორმის მსხვერპლთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. დაკარგულად ითვლება ათობით პირი.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ქარის სიჩქარე საათში 85 კილომეტრს აღემატება. შტორმმა კარიბის ზღვის აუზის აღმოსავლეთ ქვეყნებს გადაუარა.
სტიქიის შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. დაიტბორა ასობით საცხოვრებელი სახლი.
მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, ტროპიკული შტორმი ჰაიტისკენ მიიწევს. მოსალოდნელი შტორმის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ფლორიდის შტატში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები