სირიაში ამბოხებულებს და სამთავრობო ძალებს შორის ბრძოლა განახლდა

სირიის სამთავრობო ძალებს და ამბოხებულებს შორის დამასკოს პროვინციის ქალაქ ეზ-ზაბადანის მახლობლად და დასახლებული პუნქტების ალ-ფუას და კაფრაიას მიდამოებში შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა.
სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს ინფორმაციით, ამით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 48-საათიანი შეთანხმება იყო დარღვეული. ამ საბჭოს ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია თუ რომელმა მხარემ დაარღვია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობზე. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ეზ-ზაბადანი ერთადერთი დასახლებული პუნქტია სირია-ლიბანის საზღვარზე, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ. ივლისის დასაწყისში სამთავრობო ძალებმა ეზ-ზაბადანიზე შეტევა დაიწყეს. ამის საპასუხოდ ამბოხებულებმა სოფლები ალ-ფუა და კაფრაია ალყაში მოაქციეს და დაბომბვა დაუწყეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები