თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ავტობუსი ააფეთქეს

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ავტობუსი ააფეთქეს. სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 პოლიციელი. სამართლდამცველები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა ქურთთა მუშათა პარტიის წარმომადგენლებმა მოაწყვეს, რომლებმაც საავტომობილო გზის სიახლოვეს ბომბი დაამონტაჟეს.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად უსაფრთხოების ძალები თავდასხმაში ეჭვმიტანილ პირებს ეძებენ. ქურთთა მუშათა პარტია თურქეთმა და აშშ-მ ტერორისტულ ორგანიზაციათა კატეგორიში შეიყვანეს.
მისი მიზანია თურქეთის, ირანის, ერაყის და სირიის საზღვარზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა. 1984 წლიდან ამ ორგანიზაციას და თურქეთის პოლიციას და ჯარს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში 45 ათასი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები