დომინიკაში ტროპიკული შტორმის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა დომინიკაში, რომელიც კარიბის ზღვის რეგიონში მდებარეობს. სტიქიის შედეგად რესპუბლიკის ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზარალდა. დომინიკას ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შტორმმა ქვეყანა 20 წლით უკან დააბრუნა. „ფაქტობრივად ეს ნაციონალური ტრაგედიაა. ჩვენ დომინიკა ფაქტობრივად თავიდან უნდა ავაშენოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა რუზველტ კერიტმა და დაამატა, რომ ასობით სახლი, ხიდი და გზა განადგურებულია. ციკლონის დროს დომინიკაში 300 მმ ნალექი მოვიდა, რასაც წყალდიდობები მოჰყვა. ასობით ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი. დომინიკაში, რომელიც საფრანგეთის ყოფილი კოლონიაა, 75 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მისი ფართობი 754 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ტროპიკული შტორმი „ერიკა“ კარიბის რეგიონში გადაადგილებას განაგრძობს. ქარის სიჩქარე 85კმ/სთ-ში შეადგენს.
ამის გამო კარიბის კუნძულებზე, ბაჰამებზე და ფლორიდაში განგაში გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები