ერდოღანმა თურქეთის დროებითი მთავრობა დაამტკიცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დროებითი მთავრობის ფორმირებას მხარი დაუჭირა. ის ქვეყნის მართვას 1 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გააგრძელებს. ამის შესახებ საუბარია კომიუნიკეში, რომელიც თურქეთის სახელმწიფოს მეთაურის კანცელარიის საიტზე ედროღანისა და დავუთოღლუს შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. დროებითი მთავრობის შემადგენლობა მოგვიანებით იქნება გამოცხადებული. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მასში მმართველი სამართლიანობის და განვითარების პარტიასთან ერთად, ქურთების დემოკრატიული სახალხო პარტიის წარმომადგენლებიც უნდა შევიდნენ. ეს პირველი შემთხვევაა თურქეთის ისტორიაში, როდესაც პრო-ქურთული პარტია მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები