მიგრანტების დაღუპვასთან დაკავშირებით უნგრეთში ოთხი პირია დაკავებული

უნგრეთის ხელისუფლებამ ოთხი პირი დააკავა, რომლებიც ავსტრიის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილში 70-ზე მეტი მიგრანტის დაღუპვასთან არის დაკავშირებულები. „უნგრეთის პოლიციამ სამი ბულგარელი და ავღანეთის მოქალაქე დააკავა ავსტრიის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილში მიგრანტების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით“ – განუცხადეს უნგრეთის პოლიციაში სააგენტო „როიტერს“. ხუთშაბათს ავსტრიის პოლიციამ სატვირთო მანქანის კონტეინერში 71 ცხედარი ოპოვა – აქედან 59 მამაკაცი, რვა ქალი და ოთხი ბავშვი, მათ შორის 2 წლის გოგო. პოლიციის ინფორმაციით, მიგრანტები ფურგონში შეტენეს, სადაც პრაქტიკულად ადგილი არ იყო. ამასთანავე მძღოლმა, არაერთი მოწოდების მიუხედავად, მიგრანტების თხოვნების იგნორირებას ახდენდა და ავსტრიის საზღვრამდე გაუჩერებლად გაიარა.
ЕС Frontex-ის ინფორმაციით, 2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 240 ათასი მიგრანტი ჩავიდა.
ექსპერტების აზრით, ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით სიტუაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე რთულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები