ერაყში მომხდარ ტერაქტს გენერალ-მაიორი და ბრიგადის გენერალი შეეწირნენ

ერაყის დასავლეთ ნაწილში, ანბარის პროვინციაში მომხდარ ტერორისტულ აქტს ორი სამხედრო მაღალჩინოსანი შეეწირა, – ამის შესახებ ტელეარხი „ალ-არაბია“ იუწყება.
„ავტომობილი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული და რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა, ერ-რამადის ჩრდილოეთით სამხედრო მაღალჩინოსნების სიახლოვეს აფეთქდა“, – განაცხადა ერაყის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ნასირ ან-ნურიმ.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულია ანბარის პროვინციაში სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელი გენერალ-მაიორი აბდურაჰმან აბუ რაგჰიფი და მე-10 დივიზიის მეთაური, ბრიგადის გენერალი საფინ აბდულმაჯიდი. ტერორისტების თავდასხმის შედეგად კიდევ რამდენიმე სამხედრო პირი დაიღუპა, მაგრამ მათი რაოდენობა არ სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები