ვიტალი კლიჩკო პეტრო პოროშენკოს ბლოკს სათავეში ჩაუდგა

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, რომელიც პარტია „უდარის“ ლიდერი იყო, პეტრო პოროშენკოს ბლოკში გაწევრიანდა და მისი თავმჯდომარე გახდა. ექსპერტების აზრით, ეს პოლიტიკური ძალა ქვეყანაში უძლიერესი იქნება.
პარტიის თავმჯდომარედ კლიჩკოს არჩევა პოლიტიკური ძალის ყრილობას წინა თავმჯდომარემ, იური ლუცენკომ შესთავაზა. ყრილობამ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის პარტია „სახალხო ფრონტი“ ამ გაერთიანებაში შევა.
პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ პრეზიდენტმა პოროშენკომ მოუწოდა. ამ სამი ძალის გაერთიანების მიზანია უკრაინაში 25 ოქტომბრისთვის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების წინ გაერთიანება. უკრაინელი ექსპერტების აზრით, გაერთიანებული ძალის მიზანია კიევის მერად კვლავ ვიტალი კლიჩკოს არჩევა, ასევე კიევის საქალაქო რადაში უმრავლესობის მოპოვება. „უკრაინაში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ პრეზიდენტის გუნდმა დედაქალაქი და მსხვილი ქალაქები გააკონტროლოს. თუ „პოროშენკოს ბლოკი“, „უდარი“ და „სახალხო ფრონტი“ გაერთიანდა, ამ პოლიტიკურ ძალას ადმინისტრაციული, პოლიტიკური და მედიაში გავლენით კონკურენტი არ ეყოლება“ – აცხადებს უკრაინელი პოლიტოლოგი ვადიმ კარასევი „რბკ უკრაინასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები