რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილ წევრს 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილ წევრს, მიხეილ გლუშენკოს დეპუტატ გალინა სტაროვოიტოვას მკვლელობისთვის 17- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი მას პეტერბურგის სასამართლომ გამოუტანა.
რუსეთში „გორბაჩოვის და ელცინის ეპოქის“ ცნობილი პოლიტიკოსი, პარტია „დემოკრატიული რუსეთის“ თანათავმჯდომარე გალინა სტაროვოიტოვა საკუთარი სახლის სადარბაზოში, პეტერბურგში 1998 წლის 20 ნოემბერს მოკლეს. 2005 წელს სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავეებად ვიტალი აკიშინი და იური კოლჩინი სცნო და მათ 23 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2013 წლის ნოემბერში გლუშენკოს ამ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვიოს ბრალი წაუყენეს. ბრალდებულის დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები