ტომ ჰენქსის შვილი უდაბნოში დაიკარგა

ტომ ჰენქსის უმცროს შვილს – 25 წლის რეპერს ჩესტერ ჰენქსს აშშ-ში ეძებენ. ამის შესახებ გამოცემა Radar Online წერს. უკანასკნელად ახალგაზრდა მამაკაცი „ინსტაგრამში“ 23 ივლისს დაფიქსირდა.
„მე გარკვეული პერიოდი „ინსტრაგრამში“ არ ვიქნები. ჩემს ტვინს წესრიგში მოვიყვან. მერე დავბრუნდები“, – დაწერა ჩესტერტმა.
ამის შემდეგ ის ოჯახთან და მეგობრებთან კავშირზე აღარ გამოსულა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლოს მისი მობილური ტელეფონი ქალაქ ბარსტოუში დაფიქსირდა, რომელიც კალიფორნიის უდაბნოში მდებარეობს.
ჩესტერის მეგობრები და ახლობლები ფაქტს ძალიან განიცდიან, ვინაიდან ქალაქი შტატის „მეტამფეტამინის დედაქალაქია“. ჯერჯერობით ჩესტერ ჰენქსის ოჯახს საქმეში პოლიცია არ ჩაურთავს. რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უმცროს ჰენქსს დიდი ბრიტანეთის პოლიცია ეძებს. მან ქალაქ ჰეტვიკის სასტუმროში დებოში მოაწყო, რა დროსაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები