ჩეჩნეთში რამზან კადიროვის დაახლოვებული პირი მოკლეს

ჩეჩნეთში ბატალიონ „სევერის“ მეთაურის მოადგილე მუსა აიუბოვი და მისი ცოლი მოკლეს. მათი ცხედრები გროზნოს საერთო საცხოვრებელში იპოვეს.
„მკვლელობის ადგილზე ნაპოვნია „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, რომლიდანაც მკვლელმა, სავარაუდოდ, საკონტროლო გასროლები განახორციელა. ამჟამად დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება“, – განუცხადეს სააგენტო „ტასს“ ჩეჩნეთის სამართალდამცველ ორგანოებში.
მათივე ინფორმაციით, მკვლელობა, სავარაუდოდ, მუსა აიუბოვის ნათესავმა ჩაიდინა, რომელიც ნარკობიზნესთან არის დაკავშირებული.
„აიუბოვი თავისი დის შვილისგან არაერთხელ მოითხოვდა ეს დანაშაულებრივი საქმიანობა შეეწყვიტა, რამაც მათ შორის კონფლიქტი გამოიწვია“, – აცხადებენ ჩეჩნეთის სამართალდამცველ ორგანოებში.
წინასწარი ვერსიით, მკვლელმა ჯერ საკუთარი ბიძა მოკლა, ხოლო შემდეგ მისი ცოლი, რათა მოწმე არ დაეტოვებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები