მიხეილ სააკაშვილმა ოდესის საბაჟოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა საბაჟო ორგანოების მიერ ტვირთების გაფორმების დროს ჩადენილი დანაშაულის ფაქტებთან დაკავშირებით უკრაინის სამართალდამცველ ორგანოებში ოფიცილური განცხადება შეიტანა. ამის შესახებ გუბერნატორმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
როგორც სააკაშვილი წერს, შესაბამისი დოკუმენტი მან სასაზღვრო სამმართველოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების სამსახურს გადაუგზავნა.
„სახელმწიფო ფისკალური სამსახურის თანამდებობის პირები კიევის და ხერსონის საბაჟოებზე შეგნებულად დაბლა წევენ საბაჟო ტვირთების ღირებულებას, ხოლო ოდესის საბაჟოზე ამ ტვირთების ფასს ხელოვნურად ზრდიან, რაც იმას იწვევს, რომ ოდესის ნაცვლად ტვირთების განბაჟება სხვაგან ხდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
სააკაშვილმა მაგალითისთვის ერთ-ერთი ტვირთის განბაჟების საბუთი წარმოადგინა, რომლის განბაჟებაც ხერსონის საბაჟოზე ერთ კილოგრამში 0,89 დოლარად მოხდა.
„ამავე ტვირთთან დაკავშირებით, რომლის იმპორტს ერთი და იგივე პირი ახორციელებდა, საბაჟო სამსახურის ცენტრალურმა აპარატმა განკარგულება გასცა, რომლის მიხედვით ოდესის საბაჟოზე მისი განბაჟება 1 დოლარი და 22 ცენტი ღირდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები