მიხეილ სააკაშვილი: უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე უარს ვიტყვი

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ოდესის გუბერნატორის პოსტს იკავებს, უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ მან ტელეარხ „112-უკრაინას“ ეთერში განაცხადა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ამ თანამდებობას შესთავაზებენ, ის მის დაკავებაზე უარს იტყვის, ვინაიდან „უკრაინაში ისედაც არის ბევრი კარგი კადრი“.
ამასთანავე, გუბერნატორი ქვეყანაში მთელი პოლიტიკური სისტემის ცვლილებისკენ მოუწოდებს. როგორც რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, მინისტრთა კაბინეტში სერიოზული ცვლილებები მოხდება, მაგრამ თავად იაცენიუკი ამ პოსტს წლის ბოლომდე შეინარჩუნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები