ხმელთაშუა ზღვაში ორი გემი ჩაიძირა, რომელთა ბორტზე 500-მდე მიგრანტი იმყოფებოდა

ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის სანაპიროსთან ორი გემი ჩაიძირა, რომელთა ბორტზე საერთო ჯამში 500 მიგრანტი იმყოფებოდა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, დაღუპულია სულ მცრე 200 ადამიანი, კიდევ 110 მგზავრის ბედი კი ამ დრომდე უცნობია. 147 გადარჩენილი მგზავრი ინციდენტის შემდეგ ტრიპოლისთან მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკში დაბრუნდა.
ჩაძირულ გემებზე აფრიკელი მიგრანტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ხმელთაშუა ზღვით ევროკავშირის სამხრეთ საზღვრებთან – იტალიაში და საბერძნეთში ჩასვლას აპირებდნენ. 2015 წელს სულ მცირე 2 000 მიგრანტი დაიღუპა, რომლებიც ლიბიიდან ევროპაში მიდიოდნენ. მხოლოდ გასულ თვეს, „ბი-ბი-სის“ ცნობით, ევროკავშირის საზღვარი არალეგალი მიგრანტების რეკორდულმა რაოდენობამ – 107 ათას 500-მა ადამიანმა გადაკვეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები