დაღუპული ჟურნალისტის მამა აშშ-ს პრეზიდენტს იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებას სთხოვს

პირდაპირ ეთერში მოკლული ტელეარხ WDBJ7-ის 24 წლის ჟურნალისტის ელისონ პარკერის მამა აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიმართავს გაამკაცროს კენონები, რომლებიც იარაღის ტარებისა და ფლობის კანონებს არეგულირებს.
ენდი პარკერის თქმით, ხელისუფლებამ კანონები უნდა შეცვალოს და აღმოფხვრას ხარვეზები, რომლის გამოც იარაღი შეიძლება ფსიქიურად დაავადებული ადამიანების ხელში აღმოჩნდეს.
„ბატონო პრეზინდეტო! ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ძალიან გთხოვთ ეს გააკეთოთ. გააკეთეთ ეს ჩვენთვის და სხვა ადამიანებისთვის, რათა მათ საკუთარი შვილები ჩემსავით არ დაკარგონ“, – დაწერა ენდი პარკერმა.
როგორც მოკლული ჟურნალისტის მამამ „ბი-ბი-სის“ განუცხადა, ის მზად არის კანონების ცვლილების ლობირებისთვის. დაღუპულის მამა ასევე დარწმუნებულია, რომ მედიაინდუსტრია ამას მხარს დაუჭერს, ვაინადან მათ „თავისიანები დაკარგეს“.
ტელეარხ WDBJ7-ის თანამშრომლებმა ხუთშაბათს ვირჯინიის შტატში წუთიერი დუმილით დაღუპული ჟურნალისტის და ოპერატორის ხსოვნას პატივი მიაგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები