საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ქალი გახდა

საბერძნეთის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილიკი ტანუ-ქრისტოფილუ ალექსის ციპრასის გადადგომის შემდეგ საბერძნეთის ახალ პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დაინიშნა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

ამის შედეგად ტანუ ქრისტოფილუ ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ამ თანამდებობაზე დაინიშნა. დღეს მან ფიცი დადო, ხოლო ამ თანამდებობაზე ოფიციალურ საქმიანობას პარასკევს შეუდგება.

საბერძნეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ქვეყნის პრეზიდენტი პროკოპის პავლოპულოსი ერთი კვირის განმავლობაში დანიშნავს. მათი დანიშვნა სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება.

ვასილიკი ტანუ ეკონომიის ზომების წინააღმდეგია, ის მოსამართლეებისა და სასამართლოს მუშაკებისთვის ხელფასის შემცირების წინააღმდეგ გამოდიოდა.

ტანუ 1950 წელს დაიბადა. ის საბერძნეთის სხვადასხვა სასამართლოში მუშაობდა, 2008 წელს ქვეყნის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლედ, ხოლო 2014 წელს უმაღლესი სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები