ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე (კმ18–კმ72) მოძრაობა მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის აღდგა.

მათივე ცნობით, კახეთის რეგიონში, 21 აგვისტოს, ღამის საათებში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის რამოდენიმე მონაკვეთი დაზიანდა, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინტენსიური მუშაობის შედეგად, გზის სავალი ნაწილის აღდგენა უკვე მოხერხდა, აღნიშნული გზა ასევე, ჩამოტანილი მიწა–კლდის შვავებისაგან გაწმენდილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები