„არ მინდა, წლების შემდეგ ჩემმა შვილიშვილებმა თქვან, მოღალატე ბაბუა გვყავდაო“

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებამდე თვეზე მეტი დარჩა, სფფ-ის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს კი უკვე იმდენი ხმა აქვს დაბევებული, შეუძლია, 3 ოქტომბერს მშვიდად დაელოდოს, თუ რა თქმა უნდა, იქამდე რეალობა ძირეულად არ შეიცვალა.

არველაძის ერთ-ერთი გარანტირებული ხმა (დღეის მდგომარეობით) იმერეთის ფეხბურთის ფედერაციაა, რომლის თავკაცმა ვალერი მანაგაძემაც საკუთარი სიმპათიები „ტელეიმედის“ საინფორმაციო პროგრამა „ქრონიკაში“ ერთობ ორიგინალურად დააფიქსირა.

„ჩემგან ხმა სწორედ რევაზ არველაძეს ეკუთვნის. მე ხომ მისი თანამშრომელი ვარ და არასწორად მოვიქცევი, თუ სხვა არჩევანს გავაკეთებ. არ მინდა, წლების შემდეგ ჩემმა შვილიშვილებმა თქვან, მოღალატე ბაბუა გვყავდაო“, – განაცხადა მანაგაძემ.

ერთი სიტყვით, უთანასწორო ბრძოლა გრძელდება. რევაზ არველაძე საარჩევნო სუბიექტების მობილიზაციას ახდენს და საკუთარ ხმოსნებად უკვე იმდენი სუბიექტი დაიგულა, ბევრის აზრით, თავი უკვე ქუდში აქვს. სხვათა შორის, ხმოსნებს შორის, სადაც ბევრი მისი მეგობარია, ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი თანამშრომლები სჭარბობენ, რომლებიც მისგან დავალებულები არიან. ერთ-ერთი ხმოსანი კი ბატონი რევაზის ძმა არჩილია…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები