სააკაშვილმა იაცენიუკს ოდესის საბაჟოზე საკადრო ცვლილებები მოსთხოვა

უკრაინის საბაჟოში სერიოზული საკადრო ცვლილებები განხორციელდება. ეს მრავალრიცხოვანი ჩივილის გამო მოხდება. ასეთი განცხადება უკრაინის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გააკეთა. მინიტრთა კაბინეტის გაფართოვებულ სხდომას უკრაინის ოლქების ხელმძღანელებიც ესწრებოდნენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საბაჟოში საკადრო ცვლილების განხორციელება პრემიერ-მინისტრს ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მოსთხოვა.

როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, ოდესა-რენის საავტომობილო გზის მშენებლობის გამოცხადების შემდეგ, რასაც საბაჟოს გადაჭარბებული შემოსავლები უნდა მოხმარებოდა, ამ უწყების ხელმძღვანელობამ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, რაც ადგილობრივ ბიუჯეტში საბაჟო შემოსავლებით შესულ თანხებს შეამცირებდა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ოდესიდან ენერგეტიკის საბაჟო იყო გაყვანილი და საბაჟოს შემოსავლების გეგმა 20%-თ იყო გაზრდილი. ამის შედეგად ტვირთების გაფორმებამ სხვა რეგიონებში გადაინაცვლა.

სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ იაცენიუკმა სხვა ოლქის გუბერნატორებს მიმართა და საბაჟოების მუშაობის საქმიანობით კმაყოფილებს ხელის აწევა სთხოვა. ხელი არავის აუწევია.

დღესვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის საბაჟოს უფროსად თავისი მოადგილის – იულია მარუშევსკაიას კანდიდატურა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საბაჟოზე კორუფცია არსებობს და მისი დამარცხებისთვის სასწრაფო ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები