აშშ-ში ქალმა სამი მძინარე შვილი გაგუდა

ამერიკაში ქალმა სამი მძინარე შვილი იმის გამო გაგუდა, რომ მის მეუღლეს „არასკმარისად“ უყვარდა მისი უფროსი ქალიშვილი. ამის შესახებ The Daily Mail იუწყება. ტრაგედია ოჰაიოს შტატში დატრიალდა. ამის შემდეგ ქალმა ძალიან მშვიდად დარეკა 911-ზე და შეატყობინა, რომ მისი 3 წლის შვილი ნოი აღარ სუნთქავს.

იმ დღესვე ქალაქ ბელეფონტეინის პოლიციამ ბრიტანი პილგინგტონი დააპატიმრა. მან სამართალდამცველებს უამბო, რომ საკუთარი ხელებით გაგუდა 3 თვის შვილები ნაიელი და ნოი, ასევე მან აღიარა, რომ რამდენიმე თვის წინ ასეთივე მეთოდით 4 წლის გევინი მოკლა.

Columbus dispatch-თვის მიცემულ ინტერვიუში შტატის პროკურორმა განაცხადა, რომ ქალმა ეს მკვლელობები აღიარა. მან საკუთარი საქციელი იმით ახსნა, რომ საკუთრ ქალიშვილს მამის სიყვარულით განებივრებული შვილებისგან იცავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები