მოსკოვში პოლონელი ბიზნესმენი გარდაცვლილი იპოვეს

ცნობილი პოლონელი ბიზნესმენი, შოკოლადის მაგნატი იეჟი ოსტაპჩუკი მოსკოვის ცენტრში ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. LifeNews-ის ინფორმაციით, ევროპელი მილიონერი საკუთარი სისხლის გუბეში იწვა, ხოლო მის გარშემო დიდი რაოდენობით ლუდის ბოთლი იყო ნაპოვნი.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო, გამორიცხული არ არის, რომ ოსტაპჩუკი განზრახ მკვლელობის მსხვერპლი გახდა. ასევე ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, იეჟი ოსტაპჩუკმა შეიძლება არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისას დაცემის დროს თავი გაიტეხა. იეჟი ოსტაპჩუკი მოსკოვში საცხოვრებლად 8 წლის წინ გადავიდა. რუსეთში ის შოკოლადის ბიზნესით იყო დაკავებული და „ბარი კალებაუტ რაშას“ ფაბრიკის დირექტორი იყო. ამ კომპანიის წლიურმა ბრუნვამ 2014 წელს 6,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები