აშშ-ში ჟურნალისტების მკვლელი იარაღით ვარჯიშის დროს კატებს ესროდა

41 წლის ვესტერ ლი ფლანაგანი, რომელმაც აშშ-ს ვირჯინიის შტატში ჟურნალისტი და ოპერატორი პირდაპირ ეთერში მოკლა, თურმე ზუსტ სროლაში საკუთარ კატებზე ვარჯიშობდა. ამის შესახებ ფლანაგანმა ტელეკომპანია ABC-ში ფაქსით გაგზავნილ წერილში დაწერა.

ABC-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მკვლელობიდან ორ საათში მათ რედაქციაში მამაკაცმა დარეკა. მან თქვა, რომ ბრაისი ჰქვია და ორი ადამიანი მოკლა. ასევე მამაკაცმა განაცხადა, რომ მას პოლიციის წარმომადგენლები მისდევენ. ამის შემდეგ ABC-ის თანამშრომლებმა პოლიციას მიმართეს.

ასევე მკვლელმა დაწერა, რომ სამსახურში ის ხშირად რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებოდა. მას ავიწროვებდნენ იმის გამო, რომ შავკანიანია და რომ გეია. ასევე, ფლანაგანის თქმით, ის ტელეკომპანია WDBJ-ში მუშაობის პერიოდში სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც გახდა.

სამსახურეობრივმა და ფინასურმა სირთულეებმა, ასევე ფსიქოლოგიურმა პრობლემებმა ის „ცოცხალ დენთის კასრად“ აქცია. „აფეთქება“ ქალაქ ჩარსლტონის ეკლესიაში 17 ივნისს 9 შავკანიანის მკვლელობის შემდეგ მოხდა.

ეს ამბავი ბოლო წვეთი იყო. მე ვცდილობდი საკუთარი თავი ამ წუმპედან ამომეყვანა, მაგრამ ამ ყველაფერმა იქამდე მიმიყვანა, რომ სევდას მე ბედნიერებით ვეღარ შევცვლიდი. ამან ყველაფერს ბოლო მოუღო“, – წერს ფლანაგანი წერილში.

ფლანაგანი ასევე ამბობს, რომ ის იეღოვას მოწმეთა ოჯახში იზრდებოდა და იეღოვამ მას მოქმედებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს ვესტერ ლი ფლანაგანმა ტელეკომპანია WDBJ7-ის რეპორტიორი და ოპერატორი -ელისონ პარკერი და ადამ უორდი მოკლა. ამავე დღეს ფლანაგანმა თვითმკვლელობა სცადა. ის ცეცხლსასროლი ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები