ავსტრიის აღმოსავლეთში სატვირთო ავტომობილში მიგრანტების ცხედრები აღმოაჩინეს

ავსტრიაში ერთ-ერთ ტრაილერში მიგრანტების ცხედრები აღმოაჩინეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მანქანაში დაახლოებით 50 ცხედარი იყო ნაპოვნი. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ე.წ. ტრაილერი ქალაქ პარნდორფთან საავტომობილო გზასთან იდგა.

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, მიგრანტები, სავადაუდოდ სატვირთო ავტომობილში გაიგუდნენ. როგორც ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იოჰან მიკლ-ლიაიტნერმა განაცხადა, ეს ინციდენტი მიგრანტების დასაცავად და ადამიანების კონტარბანდასთან საბრძოლველად ზომების მიღების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ზომები მიგრანტების მიღებასთან დაკავშირებით პრაქტიკულად არ მუშაობს.

ხუთშაბათს, ავსტრიაში სამიტი გაიხსნა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გავლით ევროკავშირში ჩასული მიგრანტების მისაღებად ზომების კოორდინაციას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები