აზერბაიჯანში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირისთვის სამი პირი გაასამართლეს

აზერბაიჯანის სამ მოქალაქეს სირიაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობისთვის 12-დან 14 -წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს, – ამის შესახებ სააგენტო “ფრანს პრესი“ იუწყება.
ერთ-ერთ ბრალდებულ ბახრუზ შახბაზის 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მამამის ბახტიარ შახბაზის და სადიგ მამედზადეს კი 14-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. სამივე სასამართლომ სირიაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაში ბრალდებულად სცნო.
ბაქოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ეს პირები „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძოდნენ. ივლისში აზერბაიჯანის სასამართლომ უკვე გაასამართლა „ისლამური სახელმწიფოს“ 10 ყოფილი ბოევიკი, რომლებიც აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სირიაში საკმაოდ ბევრი აზერბაიჯანელი იბრძვის, ძირითადად იაშ ალ-მურაჯიმრინ ვალ ანსარის დაჯგუფებაში, რომელიც, ძირითადად, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩასული ისლამისტებისგან შედგება. აზერბაიჯანის ხელისუფლება შეშფოთებულია რადიკალური ისლამიზმის ზრდით, კერძოდ ახალგაზრდებს და უმუშევრებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები