პეტერბურგში მეფისტოფელის ქანდაკება გაანადგურეს

პეტერბურგის სახელმწიფო კონტროლის და ისტორიის და კულტურის ძეგლთა დაცვის კომიტეტმა მეფისტოფელის ქანდაკების განადგურების შემდეგ პოლიციას მიმართა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, 26 აგვისტოს ლახტინის ქუჩაზე უცნობმა პირებმა დემონის ფიგურა ჩამოაგდეს.
როგორც ისტორიკოსმა დიმიტრი ბრატკინმა „ფეისბუკის“ გვერდზე დაწერა, ვანდალიზმის აქტი ამ სახლის წინ მშენებაზე ეკლესიაზე ჯვრის აღმართვის შემდეგ მოხდა.
„აი ახლა ჩამოაგდეს ფასადიდან მეფოსტოფელი. ორიოდე დღის წინ მშენებაზე ეკლესიაზე ჯვარი აღმართეს, გუშინ ვიღაცა ადამიანები დადიოდნენ და მეფისტოფელეს ფოტოებს უღებდნენ, დღეს კი მუშამ ჩაქუჩით „ტუკ-ტუკ-ტუკ“ და მეფისტოფილეს ქანდაკება ძირს ჩავარდა“ – დაწერა ბრატკინმა. ბარელიეფის განადგურებას ადგილობრივი საკანონმდებლო კრების წარმომადგენლებმაც მიაქციეს ყურდღება. ფრაქცია „იაბლოკოს“ წევრმა ალექსანდრე კობრინსკიმ ამ ფაქტთან დაკავშირებით ასევე განცხადება შეიტანა პოლიციაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების ან დაზიანების მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები