ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრეივიკის მიერ მოკლული თამთა ლიპარტელიანის ოჯახთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე, ნორვეგიელი ტერორისტის, ანდრეს ბრეივიკის მიერ მოკლული ქართველი გოგონას, თამთა ლიპატელიანის ოჯახთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს მიიღო. ვიზიტის დასასრულს ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად, ლიპარტელიანების ოჯახს შეხვდება და მათ მხარდაჭერას გამოუცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები