ჟურნალისტების მკვლელმა თვითმკვლელობის წინ თავისი საქციელი წერილში ახსნა

ვესტერ ლი ფლანაგანმა, რომელმაც პირდაპირ ეთერში ტელეარხ WDBJ7-ის ჟურნალისტი და ოპერატორი მოკლა, თავისი საქციელი თვითკვლელობამდე ABC News-ში ფაქსით გაგზავნილ წერილში ახსნა.
ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. წერილი 23 გვერდისგან შედგება და მასში ფლანაგანი წერს, რომ ის მთელი ცხოვრება „დენთის კასრზე“ ცხოვრობდა. WDBJ7-ის ყოფილი თანამშრომელი ასევე წერს, რომ ის აშშ-ში არსებული რასიზმით აღშფოთებული იყო. ის თავად არაერთხელ ყოფილა დისკრიმინაციის მსხვერპლი ორი მიზეზით – იყო შავკანიანი და გეი. ასევე ფლანაგანმა დაწერა, რომ ტელეარხ WDBJ7-დან დაუმსახურებლად გაათავისუფლეს. წერილში ასევე წერია, რომ არხის ჟურნალისტი და ოპერატორი მან შურისძიების მიზნით მოკლა, ჩალრსტონის ეკლესიაში 17 ივნისს მომხდარი სროლის საპასუხოდ, რომლის მესხვერპლი 9 შავკანიანი ადამიანი გახდა.
24 წლის რეპორტიორი ელისონ პარკერი და 27 წლის ოპერატორი ადამ უარდი პირდაპირი ჩართვის დროს ქალაქ მონეტაში მოკლეს. ამის შემდეგ თავდამსხმელმა ვესტერ ლი ფლანაგანმა თვითმკვლელობა სცადა. ფლანაგანი ცეცხლსასროლი ჭრილობით საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები