მარკ ცუკერბერგი ინტერნეტის უსაფრთხოებაზე ღელავს

     ფეისბუქის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ამერიკული მთავრობის მასშტაბური სათვალთვალო პროგრამების გამო ინტერნეტის საფრთხეზე აღელვება გაუზიარა. მან განცხადება ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
იგი ძალიან იმედგაცრუებული და შეშფოთებულია აშშ-ის მთავრობის ქმედებებით – როდესაც ისინი უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის ბოროტმოქმედებისგან დასაცავად დაუღალავად მუშაობენ, სინამდვილეში ქსელი ხელისუფლებისგან დასაცავი ხდება.
ცუკერბერგმა ასევე აღნიშნა, რომ მან უკვე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას, რაიმე მოიმოქმედოს აშშ-ის მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ინტერნეტის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები