მოსკოვის ოლქში ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც თავი ჰქონდა მოკვეთილი

მოსკოვის ოლქში ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც დაახლოებით ერთი წლის წინ თავი მოჰკვეთეს. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ რუსეთის სამართალდამცველ ორგანოებში განუცხადეს. ცხედარი შატურის რაიონში სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა. ადგილზე მივიდა საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც ქალის თავმოკვეთილი ცხედარი აღმოაჩინა. გამომძიებლების ინფორმაციით, გარდაცვალების წინ მას ხელბორკილები დაადეს. მოკლულის თავი პარკში იდო,რომელიც ხის ტოტზე იყო ჩამოკიდებული.
ამჟამად ექსპერტები მოკლულის ვინაობას და მომხდარის დეტალებს ადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები