“პოზიცია” უკრაინაში კონფლიქტის თემაზე გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, უკრაინის დედაქალაქში იმყოფება. ორგანიზაციამ კიევში, საერთაშორისო დემოკრატიული პროცესების ფარგლებში დაგეგმილ რამდენიმე ღონისძიებაში მონაწილეობა უკვე მიიღო.

უკრაინისა და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარების მიზნით გუშინ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, “პოზიცია“ მსგავსი სახის შეხვედრებს 30 აგვისტოს ჩათვლით განაგრძობს.

„პოზიცია“ აქტიურადაა ჩართული აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი საკითხების განხილვაში, განსაკუთრებულ ყურადღება ექცევა კონფლიქტების თემას”, – აცხადებენ არასამთავრობოში. მათივე ცნობით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები უცხოელ კოლეგებს იმ გამოცდილებას უზიარებენ, რაც საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შემდგომ ქვეყანამ ამ მიმართულებით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები