კიევში, რუსული „სბერბანკის“ ოფისთან აფეთქება მოხდა

კიევში, რუსული „სბერბანკის“ ოფისთან აფეთქება მოხდა, რის შედეგად ბანკის კარები და ფანჯრები დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მივიდნენ გამნაღმველები და ექსპერტები. მათ ამოიღეს და ექსპერტიზაზე გააგზავნეს შემთხვევის ადგილას ნაპოვნი ობიექტები, ასაფეთქებელი მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლების და მექანიზმის დასადგენად.
გამომძიებლებმა მოწმეები დაკითხეს და ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღეს. სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები