ამერიკული ტელეარხის WDBJ7- ის ჟურნალისტის და ოპერატორის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა (ვიდეო)

ვესტერ ლი ფლენაგანი, რომელიც ოთხშაბათს მომხდარი ორი ჟურნალისტის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. Washington Post-ის ინფორმაციით, მან ჭრილობები თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ მიიღო.
თვითმკვლელობის მცდელობამდე ფლენაგანმა სოციალურ ქსელებში ორი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომლებიც მან მკვლელობის ადგილზე გადაიღო. შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ვირჯინიის შტატის ქალაქ მონეტაში ოთხშაბათს დილით მოხდა.
შეიარაღებულმა მამაკაცმა ტელერხ WDBJ7-ის გადამღები ჯგუფის 24 წლის ჟურნალისტი ელისონ პარკერი და 27 წლის ოპერატორი ადამ უორდი პირდაპირი ჩართვის დროს მოკლა. მკვლელობა იმ დროს მოხდა, როდესაც ჟურნალისტები ადგილობრივი თანამდებობის პირისგან ვიკა გარდნერისგან ინტერვიუს იღებდნენ. მკვლელის ამოცნობა კადრებით გახდა შესაძლებელი, რომელიც მიწაზე დაცემამდე ვიდეოკამერამ დააფიქსირა. მკვლელი დაღუპულთა ყოფილი კოლეგა ვესტერ ლი ფლენაგანი აღმოჩნა, რომელიც ადრე WDBJ7-ზე მუშაობდა. 2014 წელს ფლენაგანს და არხს შორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. ფლენაგანი WDBJ7-ს დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები